
კოტე მგალობლიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა
19/09/2021 03:47:08 საზოგადოება
მსახიობი და საქართველოს პარლამენტის არაერთ გზის დეპუტატი კოტე მგალობლიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა
გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-ინფექციის გადატანის შემდეგ დარჩენილი გართულებები სახელდება.
1995-1999 წელს იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, 2001-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“.
გადაღებულია ფილმებში: ჩვენი ეზო (გოჩა, 1956) და უდიპლომო სასიძო (ბიჭიკო, 1961).