ფაუჩი "ბუსტერ–დოზის" აუცილებლობაზე საუბრობს
18/09/2021 19:02:28 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ინფორმაციული რნმ-ის (mRNA) საშუალებებით ვაქცინაციის სრული ციკლისთვის შესაძლოა, აცრის მესამე დოზა გახდეს საჭირო.
ამერიკელი ინფექციონისტი ვაქცინაციის პროცესში დამატებით, მესამე დოზის გაკეთებას უჭერს მხარს.
„ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს გადავხედავთ, სწორი რეჟიმი მესამე დოზის გაკეთება იქნება“, – აღნიშნა ფაუჩიმ ბრიტანულ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, საკითხის შესწავლისას სავსებით შესაძლებელია, რომ ვაქცინირების სწორი რეჟიმი, მინიმუმ მ-რნმ ვაქცინებისთვის (მაგალითად, „ფაიზერისთვის“) ვაქცინირებისას ორი დოზის შუალედი სამიდან ოთხ კვირამდე, ხოლო მესამე დოზის გაკეთების თარიღი რამდენიმე თვეში იყოს.
ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსმა სპეციალისტები არაერთხელ შეიყვანა შეცდომაში, ამიტომ, რთულია პროგნოზირება, თუ როდის დასრულდება პანდემია, მაგრამ არის იმედი, რომ ის გაზაფხულისთვის დასრულდება.


