Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსის მე-5 ტალღას ნოემბრისთვის ელიან

საქართველოში კორონავირუსის მე-5 ტალღას ნოემბრისთვის ელიან

17/09/2021 13:28:03 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად ეპიდვითარების გაუმჯობესებული სურათისა, დაწესებული რეგულაციების დაცვა კვლავაც აუცილებელია.

„მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს სჭარბობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აქტიური შემთხვევების რაოდენობა უკვე მცირდება, რაც ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემაზე ზემოქმედებაც იკლებს. სიკვდილობის შემთხვევების კუთხითაც კლების ტენდენციაა, აღარ არის დღიურად 90-70 გარდაცვალება, მაგრამ დღევანდელი 56 გარდაცვალების შემთხვევა მძიმეა.

მოიკლო მძიმე პაციენტების რაოდენობამ. ჯერჯერობით სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ დღიურად 2 000 შემთხვევა საქართველოსთვის ბევრია. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა წესი დავიცვათ, რაც არის რეკომენდებული, რათა როგორმე სტაბილიზაციისკენ სვლა გაგრძელდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ვაქცინაციის სტატისტიკის მიხედვით, ვაქცინაციის ტემპი მცირედით შენელებულია.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ახალი შტამები ჩნდება და კორონავირუსის მეხუთე ტალღის მოლოდინია, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება ვაქცინაციას, ტემპი დღემდე კარგი იყო. ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 610 000 აცრა. ადმინისტრირებადი ვაქცინებით პირველ ადგილზეა „ფაიზერი“, შემდეგ მოდის „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“. სამწუხაროდ, ვაქცინაციის კუთხით დღეს გვაქვს კლება, რაც პირდაპირ გეტყვით, რომ კარგი არ არის. ამ პანდემიის დამთავრების გზა გადის აცრებზე – რაც სწრაფად ავცრით ადამიანების კრიტიკულ რაოდენობას, მით უფრო მალე შევაჩერებთ პანდემიას. [...]

ახალი შტამები ნელ-ნელა ჩნდება. მუდამ ვაკვირდებით ამას. ჩვენს ქვეყანაში ძირითადად დელტა შტამი ცირკულირებს, თუმცა გვაქვს დელტა პლუსის რამდენიმე შემთხვევა. რაც სწრაფად ავიცრებით, მით უფრო ნაკლები იქნება ალბათობა მე-5 ტალღის სიძლიერის. რაც მეტი აცრილი ადამიანი დახვდება მე-5 ტალღას, რომელიც შეიძლება ნოემბრის მეორე ნახევარში, დეკემბერში იყოს, მით უფრო იოლად და მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე ტალღას და ის არ იქნება ისეთი დამანგრეველი, როგორიც იყო შავი აგვისტო ან ნოემბერ-დეკემბერი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S