რუსეთის საგარეო უწყებამ პოლონეთზე თავდასხმას „განმათავისუფლებელი ლაშქრობა“ უწოდა
17/09/2021 10:24:14 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „განმათავისუფლებელი ლაშქრობა“ უწოდა მეორე მსოფლო ომის დროს, პოლონეთზე საბჭოთა არმიის თავდასხმას.
„1939 წლის 17 სექტემბერს, საბჭოთა არმიამ დაიწყო განმათავისუფლებელი ლაშქრობა პოლონეთის ტერიტორიაზე. საბჭოთა არმია გავიდა კერზონის ხაზზე და არ მისცა ვერმახტს მინკსთან მიახლოების შესაძლებლობა. დასავლეთ ბელარუსისა და დასავლეთ უკრაინის ხალხები საბჭოთა ჯარისკაცებს აღფრთოვანებული შეხვდნენ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნებულ ტვიტში.
მასზე მიბმულია ვიდეო, რომელშიც გადმოცემულია მოსკოვის პოზიცია 1939 წლის მოვლენების თაობაზე. კერძოდ, მოყვანილია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვები, რომელშიც იმდროინდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პოლონეთის მაშინდელ ხელისუფლებას ეკისრება.


