Accentnews.ge
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავაღანეთთან თანამშრომლობას წყვეტს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავაღანეთთან თანამშრომლობას წყვეტს

17/09/2021 06:20:12 მსოფლიო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ჯერი რაისის განცხადებით, ფონდი იძულებულია, შეწყვიტოს თანამშრომლობა ავღანეთთან ხელისუფლებაში თალიბების რეჟიმის დაბრუნების გამო.

ამასთან, მისი თქმით, საერთაშორისო ინსტიტუტი შეშფოთებულია ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისის მოახლოებით.

„გასული თვითდან ავღანეთს აღარ აქვს დაშვება საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსებთან, ვეღარ სარგებლობს სესხის სპეციალური უფლებით და სხვა“, - აღნიშნა რაისმა.

ამასთან, ავღანეთში მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა, ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

თალიბებმა ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყეს და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარეს დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.

დასავლეთის ქვეყნები არ ჩქარობენ თალიბანის წევრებით დაკომპლექტებული ხელისუფლების კანონიერად აღიარებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S