Accentnews.ge
აშშ ავსტრალიაში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის

აშშ ავსტრალიაში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის

17/09/2021 05:45:41 მსოფლიო

აშშ ავსტრალიაში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის, – ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა პიტერ დატონმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. კერძოდ, დატონის თქმით, ავსტრალიაში როტაციული პრინციპით განლაგდებიან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები.

მისივე თქმით, აშშ-ისა და ავსტრალიის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, შეიქმნა ერთობლივი მატერიალურ ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რათა სამხედრო სფეროში ორი ქვეყნის საქმიანობა გაფართოვდეს, მათ შორის სამხედრო საზღვაო კუთხით.

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ინდო-წყნარი ოკეანეში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, ე.წ. უსაფრთხოების პაქტი გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, ავსტრალიას წვდომა ექნება ამერიკელი წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიებთან. ამ შეთანხმების გაფორომებას „ზურგში ლახვარის ჩარტყმა“ უწოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, „ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპივით მოიქცა“. საფრანგეთს ავსტრალიასთან წყალქვეშა ნავების მიწოდების შესახებ 40 მილიარდ დოლარად შეფასებული შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული.

ამასთან, ჩინეთში ამ შეთანხმების გამო შეშფოთება გამოთქვეს. პეკინში აცხადებენ, რომ ახალი პარტნიორობა არ უნდა იყოს მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. საპასუხოდ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ს ჩინეთთან კონფლიქტი არ სურს.

საპასუხოდ, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ–ს ჩინეთთან ომი არ სურს. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ პსაკმა აღნიშნა, სამი ქვეყნის პარტნიორობა მიზნად ისახავს აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების დაცვას და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას.

„ჩვენ მზად ვართ ხისტი კონკურენციისთვის ჩინეთთან, თუმცა კონფლიქტისკენ არ მივისწრაფვით“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა

პსაკიმ ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ ახალი შეთანხმების გაფორმების შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S