ლარი ისევ გაუფასურდა
16/09/2021 14:07:34 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1141 ლარი ეღირება, ევრო – 3.6628 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3049 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1129 ლარი ღირდა, ევრო – 3.6822 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3039 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 სექტემბერს ამოქმედდება.


