უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო–ს მწვავედ აკრიტიკებს
16/09/2021 08:09:15 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, გაერო-ს აკრიტიკებს.
„ამ ორგანიზაციამ "ყირიმის პლატფორმის" სამიტის იგნორირება მოახდინა და არ იყო წარმოდგენილი შეხვედრაზე. ეს მოხდა პოლიტიკური მოტივებით. ჩვენ გაერო-ს ხელმძღვანელობასთან გვექნება საუბარი, რომ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია, რადგან გაერო-ს მთავარი ამოცანა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“, – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა 16 სექტემბრის ბრიფინგზე.
მისივე თქმით, გაერო-ს არასწორად ესმის საკუთარი მისია მსოფლიოში.
„როდესაც ვხედავთ, რომ "ყირიმის პლატფორმის" სამიტზე წარმოდგენილია ევროპის საბჭო, ნატო, სუამი, ხოლო გაერო გაცნობიერებულად ახდენს ამ სამიტის იგნორირებას, ეს მიუთითებს ამ ორგანიზაციაში არსებულ მდგომაროებაზე“, – დასძინა კულებამ.
შეგახსენებთ, რომ "ყირიმის პლატფორმის" სამიტი აგვისტოს ბოლოს ჩატარდა.


