Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

16/09/2021 07:01:16 საზოგადოება

16 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანის მასშტაბით კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება. კერძოდ:

  • თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა,
  • აჭარა – 134,
  • იმერეთი – 357,
  • ქვემო ქართლი – 143,
  • შიდა ქართლი – 138,
  • გურია – 59,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 243,
  • კახეთი – 236,
  • მცხეთა-მთიანეთი – 58,
  • სამცხე-ჯავახეთი – 42,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 26 693, საიდანაც:

  • 5 637 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 242, აჭარაში – 607, იმერეთში – 1 049.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში – 512, აჭარაში – 151, იმერეთში – 350.
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 354 პირი, მათგან თბილისში – 214, აჭარაში – 18, იმერეთში – 30. 1 350 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 741 – თბილისში, 377 – აჭარაში.
  • 19 706 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – ერთი.
  • 6 ოქტომბრიდან 15 სექტემბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 149 პირი.
  • ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 877 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S