დამანგრეველი მიწისძვრა ჩინეთში, არის მსხვერპლი
16/09/2021 06:18:34 მსოფლიო
ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, 60 დაშავდა. დანგრეულია 35 სახლი. უსაფრთხოების გამო სტიქიის გამო 7 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მედია წერს, რომ 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:30 საათზე, მიწისქვეშ 40 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
2008 წლის მაისში, სიჩუანის პროვინციაში, 8 მაგნიტუდის დამანგრეველმა მიწისძვრამ 70 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


