მაკრონი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება
16/09/2021 06:13:38 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა საჰარაში „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს. საუბარია ადნან აბუ ვალიდ ალ-საჰრავიზე, რომელიც საჰელის რეგიონში მოქმედი, „ისლამური სახელმწიფოს“ საჰარის ფრთის ლიდერი იყო.
მაკრონს ოპერაციის დეტალებზე არ უსაუბრია.
საჰელის რეგიონში საფრანგეთმა მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია 2014 წელს დაიწყო.


