Accentnews.ge
რუსეთში აღიარეს, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის ამოქმედებაზე თანხმობა მხოლოდ 2022 წლის დასაწყისში შეიძლება, გაიცეს

რუსეთში აღიარეს, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის ამოქმედებაზე თანხმობა მხოლოდ 2022 წლის დასაწყისში შეიძლება, გაიცეს

15/09/2021 19:02:29 მსოფლიო

მილსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ექსპლუატაციაში გასაშვებად თანხმობის მიღებას დაახლოებით ოთხი თვე შეიძლება, დასჭირდეს, ანუ პროცესი შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისამდე გაიწელოს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

"ყველა სამუშაო დასრულებულია, ამჟამად გერმანული რეგულატორისგან აუცილებელი ნებართვების მიღების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც გერმანიის კანონმდებლობით, სწრაფი არ არის და შესაძლოა, 2022 წლის დასაწყისამდე გაგრძელდეს", - განაცხადა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა და იქვე დასძინა, რომ "ეჭვიც არ ეპარება, რომ გაზსადენზე "შეტევების" მცდელობები გაგრძელდება".

გერმანულ რეგულატორს 8 სექტემბრიდან დაწყებული, 4 თვე ეძლევა გაზსადენის სერტიფიკაციის შესახებ განაცხადის განსახილველად და შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად, რომელიც შემდეგ ევროკომისიას უნდა წარუდგინოს, ამ უკანასკნელს კი საკუთარი ვერდიქტის მოსამსაზდებლად 2-თვიანი (და საჭიროების შემთხვევისთვის დამატებით კიდევ 2-თვიანი) ვადა აქვს განსაზღვრული.

გარდა ამისა, "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-მა უნდა გაიაროს შიდა შემოწმებაც და ამ პროცესის ხანგრძლივობა 2 თვეს შეადგენს.

  • ექსპლუატაციაში გაზსადენის ხსენებული ნებართვების გარეშე გაშვება სანქციებს გამოიწვევს.
  • მანამდე "გაზპრომმა" განაცხადა, რომ გეგმავს, პირველი "ძაფით" გაზი უკვე ოქტომბერში გაუშვას, ხოლო ორივეთი - დეკემბერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S