Accentnews.ge
აშშ-მა შესაძლოა, უკრაინას "რკინის გუმბათი" გადასცეს

აშშ-მა შესაძლოა, უკრაინას "რკინის გუმბათი" გადასცეს

15/09/2021 19:00:54 მსოფლიო

აშშ-ის კონგრესის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტმა ქვეყნის 2022 წლის თავდაცვის პოლიტიკის შესახებ კანონპროექტში შეიტანა შესწორება, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას ავალდებულებს, უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მიჰყიდოს ან გადასცეს და ამ სისტემებს შორის უპირველესი კანდიდატი "Iron Dome"-ია, - იუწყება გამოცემა Politico.

მისივე ინფორმაციით, შესწორება შეიცავს პენტაგონისადმი მოთხოვნას, აშშ-ის კონგრესს უკრაინისთვის "არსებული სისტემების" პოტენციური გადაცემის ან მიყიდვის ვარიანტების შემცველი მოხსენება წარუდგინოს.

შესწორება, რომელიც კანონპროექტში კონგრესმენმა სკოტ ფრანკლინმა წარადგინა, ორპალატიანი კენჭისყრით მიიღეს.

ამავდროულად, როგორც გამოცემა აღნიშნავს, არსებობს კითხვები უკრაინაში Iron Dome-ის შეტანის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

"ტაქტიკური თვალსაზრისით, ის შესაძლოა, არ გამოდგეს ეფექტური ახლო მანძილზე ან/და შეხების ხაზზე, ვინაიდან ეს სისტემა ძალიან მალე განადგურდება ზალპური ცეცხლის რუსული სარაკეტო სისტემების მიერ", - თვლის CNA-ს ანალიტიკური ცენტრის რუსეთის კვლევის პროგრამის დირექტორი მაიკლ კოფმანი, თუმცა იქვე დასძენს, რომ Iron Dome-ს შეუძლია დიდი სიშორის რაკეტების გაუვნებელყოფა, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და სამეთაურო ცენტრის დაცვის შესაძლებლობას შექმნის.

პრეზიდენტის ოფისში ირიბად დაადასტურეს, რომ ეს საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ამასწინანდელი ვიზიტის დროს განიხილებოდა. "ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების წყალობით უკრაინამ შესაძლოა, მიიღოს ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი სისტემები, კერძოდ, Iron Dome ("რკინის გუმბათი")", - ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S