ფხენიანის მიერ გაშვებული ორი რაკეტა სამხრეთ კორეის ტერიტორიული წყლების შორიახლოს ჩამოვარდა
15/09/2021 10:21:56 მსოფლიო
სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა ყვითელ ზღვაში, სამხრეთ კორეის ტერიტორიული წყლების შორიახლოს ჩავარდა.
ჩრდილოეთ კორეის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა 11-12 სექტემბერს ორი ბალისტიკური რაკეტის წარმატებული გაშვება კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ფხენიანის მიერ განხორციელებული პირველი მსგავსი მილიტარისტული ქმედებაა.
სამხრეთი კორეა და აშშ-ის დაზვერვა აანალიზებენ ჩრდილოეთ კორეის მიერ განხორციელებულ საცდელ სროლას.
ვაშინგტონის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების საცდელი სროლების განახლება საფრთხეს უქმნის რეგიონში აშშ-ის პარტნიორებს და, გაყინული დიპლომატიური ურთიერთობების გათვალისწინებით, წარმოადგენს თეთრი სახლის ადმინისტრაციაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობას.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ირსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის 2019 წლის უშედეგო სამიტის შემდეგ, მოლაპარაკებები ფხენიანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტის შესახებ ჩიხშია შესული.


