Accentnews.ge
ევროპარლამენტართა ჯგუფმა ნავალნი სახაროვის პრემიაზე წარადგინა

ევროპარლამენტართა ჯგუფმა ნავალნი სახაროვის პრემიაზე წარადგინა

15/09/2021 09:50:07 მსოფლიო

ევროპარლამენტში შექმნილმა ჯგუფმა „ევროპის განახლება“ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი აზროვნების თავისუფლებისათვის სახაროვის პრემიაზე წარადგინა.

ევროპარლამენტის ჯგუფის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ხაზგასმულია, რომ რუსმა ოპოზიცონერნა პოლიტიკოსმა და აქტივისტმა სახელი გაითქვა რეფორმების მხარდამჭერი აქციებით, კორუფციის მხილებითა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლით.

45 წლის ნავალნი შარშან აგვისტოში, რუსეთში, ციმბირიდან უკან დაბრუნებისას, ცუდად გახდა თვითმფრინავში. რამდენიმე დღეში ის ბერლინში გადააფრინეს და იქ იბრძოდნენ ექიმები მის გადასარჩენად. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მოწამლეს საბჭოთა პერიოდში შექმნილი ნერვული გაზით.

ნავალნი ბერლინიდან უკან დაბრუნებისთანავე დააკავეს და იმის გამო, რომ ადრე პირობითი სასჯელი გამოუტანეს, განაწესის დარღვევისთვის სასამართლომ ორი წლითა და რვა თვით კოლონიაში ყოფნა მიუსაჯა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S