Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსს კიდევ 60 პაციენტი ემსხვერპლა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ 60 პაციენტი ემსხვერპლა

15/09/2021 06:22:52 საზოგადოება

15 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 829,– ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7.61%, ბოლო შვიდი დღის – 7.32%.

გუშინ საქართველოში 32 207 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 19 341, PCR ტესტით - 12 866.

15 სექტემბრის მდგომარებით, სულ ჩატარდა 1 561 228 აცრა, დღიურად აცრილია - 24 941 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 78, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 5 882.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S