ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს ახალი მიგრაციული ტალღის მიღების შესაძლებლობა არ აქვს
14/09/2021 14:01:12 მსოფლიო
თურქეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ავღანეთთან და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
როგორც მედია წერს, საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს არ აქვს ახალი მიგრაციული ტალღის გამკლავების შესაძლებლობა.


