ავღანეთში "თალიბანის“ წინააღმდეგ აქციები არ წყდება
14/09/2021 12:37:10 მსოფლიო
ყანდაარში „თალიბანის“ წინააღმდეგ ათასობით ადამიანმა აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებმა „თალიბანის“ გადაწყვეტილება გააპროტესტა, ადგილობრივი მცხოვრებლების სამხედრო დასახლებიდან გამოსახლების შესახებ. დემონსტრანტები ყანდაარის გუბერნატორის სახლთან შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს.
„თალიბანის“ გადაწყვეტილებით სამხედრო დასახლება სამი ათასამდე ოჯახმა უნდა დატოვოს. დატოვებისთვის მათ სამი დღე მისცეს.
სამხედრო დასახლებაში, უკვე 30 წელია ძირითადად შეიარაღებული ძალებიდან გადამდგარი სამხედრო ოფიცრები და მათი ოჯახები ცხოვრობენ. „თალიბანის“ წარმომადგენლებს მაცხოვრებლების გამოსახლების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც თალიბებმა ავღანთში ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება, ქვეყანაში ძირითადად უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებით აქციები იმართება.


