პუტინი თვითიზოლაციის რეჟიმში გადადის
14/09/2021 09:12:07 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თვითიზოლაციის რეჟიმში გადადის.
მისი პრეს-სამსახურის განმარტებით, გადაწყვეტილება პრეზიდენტის გარემოცვაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენას უკავშირდება.
ამასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირისთვის პუტინის მონაწილეობით დაგეგმილი ყველა ღონისძიება ვიდეო-ჩართვის რეჟიმში გაიმართება, - დასძენს პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
ცნობისთვის: დღეს პუტინმა კრემლში სირიის ლიდერი ბაშარ ალ ასადი მიიღო.


