Accentnews.ge
კიევის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 12-ჯერ დაარღვიეს, არის მსხვერპლი

კიევის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 12-ჯერ დაარღვიეს, არის მსხვერპლი

14/09/2021 06:29:40 მსოფლიო

აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა,– იუწყება უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 12-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც დაიღუპა უკრაინის გაერთიანებული ძალების სამხედრო.

შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა სხვადასხვა სახის ყუმბარმტყორცნები და ტყვიამფრქვევები. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე დონბასში პრორუსული ფორმირებების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S