Accentnews.ge
ჯო ბაიდენმა ლუიზიანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ჯო ბაიდენმა ლუიზიანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

14/09/2021 06:15:16 მსოფლიო

ტროპიკული შტორმი „ნიკოლასი“ ტეხასისა და ლუიზიანის სანაპიროებს დაატყდა თავს. ამჟამად მას ქარიშხლის კატეგორია აქვს მინიჭებული.

მედიის ცნობით, გამოცხადებულია წყალდიდობის საფრთხე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლუიზიანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ფედერალური დახმარების გამოყოფის განკარგულება გასცა.

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა შტატის 17 ოლქსა და სამ ქალაქში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა.

მისი თქმით, სამაშველო სამსახურები მზადყოფნაში არიან. აშშ-ის მოსახლეობის სიდიდით მეოთხე ქალაქ ჰიუსტონის მერი სილვესტერ ტერნერი მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ლუიზიანასა და ტეხასში ათობით სკოლა დაიხურა. გადაიდო ან გაუქმდა ასობით ავიარეისი.

ბოლო კვირების განმავლობაში „ნიკოლასი“ უკვე მეორე ქარიშხალია, რომელიც აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს. მანამდე ლუიზიანაში ქარიშხალ „იდას“ შედეგად გარდაიცვალა 20-ზე მეტი ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S