Accentnews.ge
"აიცერი და მოიგეს" პირველი გამარჯვებული დღეს, 12:00 სათ–ზე გამოვლინდება

"აიცერი და მოიგეს" პირველი გამარჯვებული დღეს, 12:00 სათ–ზე გამოვლინდება

14/09/2021 06:08:19 საზოგადოება

"აიცერი და მოიგეს" პირველი გამარჯვებული დღეს, 12:00 საათზე გამოვლინდება.

ცნობისთვის: თუ ხართ აცრილი COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით, თუნდაც ერთჯერადად, გათამაშებში ავტომატურად ჩაერთვებით. ლატარიაში მონაწილეობას იღებენ როგორც 2021 წლის 13 სექტემბრამდე, ისე 13 სექტემბრის შემდგომ აცრილი პირები.

კონკრეტული კატეგორიის ადამიანებისთვის ფულად ჯილდოებს ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წლის ბოლომდე, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად გაათამაშებს. ჯამური საპრიზო ფონდი 2 მლნ 800 ათასი ლარია.

ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე, 12:00 საათზე, ხოლო ყოველკვირეული, ორშაბათს, ასევე 12:00-ზე.

ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S