ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა
14/09/2021 05:45:17 მსოფლიო
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა და კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ერნა სულბერგმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხება აღიარა და გამარჯვება ოპოზიციური შრომის პარტიის ლიდერს იუნას გარ სტორეს მიულოცა.
13 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, მემარცხენე-ცენტრისტულმა ოპოზიციამ, 169 მანდატიან პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს.
61 წლის მილიონერი, იუნას გარ სტორე პრემიერ-მინისტრობის მთავარი პრეტენდენტია. არჩევნებში დამარცხებული ერნა სულბერგი ნორვეგიის მთავრობას ბოლო 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.


