Accentnews.ge
მერკელი: "დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად გრძელი გზა აქვთ გასავლელი"

მერკელი: "დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად გრძელი გზა აქვთ გასავლელი"

14/09/2021 05:39:37 მსოფლიო

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის მიზნებს შორისაა დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ამ ქვეყნებს ბლოკში შესვლამდე კიდევ "გრძელი გზა" აქვთ გასავლელი. ამის შესახებ მერკელმა ბელგრადში, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა გამოსამშვიდობებელი ტურნეს ფარგლებში. სერბეთიდან მერკელი გაემგზავრება ალბანეთში, სადაც ალბანეთის, სერბეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდება.

გერმანიის მთავრობის პრესმდივნის მარტინა ფიცის თქმით, მერკელის ორდღიანი ტურნესთვის "ორმხრივ მოლაპარაკებებთან ერთად, მნიშვნელოვანი საკითხი იქნება რეგიონული თანამშრომლობა", მათ შორის, გეგმა, შეიქმნას ერთიანი რეგიონული ბაზარი.

მერკელი ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ წამყვან ფიგურად – გერმანიის კანცლერად 16 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, თანამდებობიდან მეოთხე ვადის ბოლოს გადადგება, გერმანიაში 26 სექტემბერს დანიშნული არჩევნების შემდეგ. ბალკანეთში მისი ვიზიტი წინ უსწრებს ოქტომბერში დანიშნულ ევროკავშირ-ბალკანეთის სამიტს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S