Accentnews.ge
თურქეთში ტურისტებისა და სკოლის მოსწავლეების ავტობუსების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში ტურისტებისა და სკოლის მოსწავლეების ავტობუსების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

13/09/2021 13:43:05 მსოფლიო

თურქეთში, მუღლაში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 49 დაშავდა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ტურისტების ავტობუსი და სკოლის მოსწავლეებით სავსე მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა და ამოტრიალდა.

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულებს შორის უკრაინელი ტურისტები, მოსწავლეები და სკოლის მიკროავტობუსის მძღოლია.ისინი მუღლასა და დენიზლის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს იძიებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S