2020 წელს მსოფლიოში სულ მცირე, 227 ეკოდამცველი მოკლეს
13/09/2021 11:55:25 მსოფლიო
2020 წელს მსოფლიოში სულ მცირე, 227 ეკოდამცველი მოკლეს, - იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია Global Witness.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ამ ტიპის მოხსენებების წარდგენის დაწყების დროიდან დღემდე მაქსიმალური რაოდენობაა და წინა - 2019 წელს 25-ით ნაკლები აქტივისტი იყო მოკლული, - იუწყება ორგანიზაცია.
მისივე ინფორმაციით, ყველაზე დიდი მსხვერპლი აღირცხულია ტყის უკანონო ჩეხვის, მდინარეებისა და წყალსაცავების დაბინძურების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის უკონტროლო მოპოვების წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტთა შორის.
რაც შეეხება მკვლელობების გეოგრაფიას, პირველ ადგილზე მოკლული აქტივისტების რაოდენობის მიხედვით კოლუმბიაა: აქ გასული წლის განმავლობაში აღირიცხა ეკოაქტივისტებზე 65 თავდასხმა ლეტალური შედეგით. შემდეგ მოდიან მექსიკა, ფილიპინები, ბრაზილია, ჰონდურასი, კონგო, გვატემალა და ნიკარაგუა.
Global Witness ამ მკვლელობებთან კავშირში მთელ რიგ მსხვილ კორპორაციებს ადანაშაულებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ბუნებრივი რესურსების უკონტროლო ექსპლუატაციაში.


