საბერძნეთში არავაქცინირებულებს ყოველკვირეულად საკუთარი ხარჯებით მოუწევთ კორონავირუსზე ტესტის აღება
13/09/2021 11:41:22 მსოფლიო
საბერძეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებს ყოველკვირეულად საკუთარი ხარჯებით მოუწევთ კორონავირუსზე ტესტის აღება ან ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობის ტარება.
გარდა ამისა, სკოლებში არავაქცინირებულ 12 წელს ზემოთ ასაკის მოსწავლეებს ტესტირებისთვის აუცილებელი ნაკრები გადაეცემათ, რასაც სახელმწიფო დაფარავს.
ანალოგიური შეზღუდვები იმოქმედებს სპორტულ ღონისძიებებზე, მუზეუმებში, რესტორნებსა და კინოთეატრებში.
როგორც მედია წერს, მთავრობის გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ საბერძნეთში ვაქცინაციის დონე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება. ამ დროისთვის, სრულად საბერძნეთის 56 პროცენტია აცრილი, მაშინ როცა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 60 პროცენტს შეადგენს.


