
როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 სექტემბრამდე
13/09/2021 10:30:21 საზოგადოება
17 სექტემბრამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელწექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.