Accentnews.ge
სტუდენტებს ვაქცინაციის ცნობას ან PCR–ტესტის კვირაში ერთხელ ჩატარებას მოსთხოვენ

სტუდენტებს ვაქცინაციის ცნობას ან PCR–ტესტის კვირაში ერთხელ ჩატარებას მოსთხოვენ

13/09/2021 10:11:29 საზოგადოება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, სტუდენტებს, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გადიან არადისტანციურად, მოეთხოვებათ წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა.

მისივე თქმით, აცრის დამადასტურებელი მოწმობის საპირწონედ, სტუდენტს შეუძლია, წარადგინოს საკუთარი ხარჯით, კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან 6 თვის მანძილზე გადატანილი კოვიდის შესახებ ცნობა.

ამასთან, მისი თქმით, პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც ღია და დახურულ სივრცეებში, სავალდებულოა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღნიშნული საკითხი მკაცრად გაკონტროლდება.

„დღეიდან აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. აქვე მინდა შევახსენო მოქალაქეებს, რომ პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც ღია და დახურულ სივრცეებში, სავალდებულოა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღნიშნული საკითხი მკაცრად გაკონტროლდება“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S