თალიბებმა ქალებს მორიგი შეზღუდვები დაუწესეს
13/09/2021 09:49:27 მსოფლიო
"თალიბანის" გადაწყვეტილებით, ავღანეთში ქალებს უფლება ექნებათ, ისწავლონ უნივერსიტეტებში მხოლოდ ქალთა ჯგუფებში და ჩაცმის ისლამური წესების დაცვით. ამის თაობაზე ავღანეთის მთავრობის წევრმა აბდულ ბაყი ჰაყანიმ განაცხადა.
ამასთან, ლექციებს ქალთა ჯგუფებში მხოლოდ ქალები ჩაატარებენ და გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ კაცს ლექტორებისთვის, რომლებიც შარიათის წესებს იცავენ.
"თალიბანმა" თვიდანვე გამოაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკის შეცვლას, მათ შორის, ქალების მიმართაც. ჰაყანიმ, რომელსაც განთლების სფერო ჩააბარეს, განაცხადა, რომ თალიბანს არ სურს 20 წლით უკან დაბრუნდეს. თუმცა უნივერსიტეტებში ქალ სტუდენტებს ექნებათ შეზღუდვები ჩაცმულობის ისლამური წესის სავალდებულო დაცვის ფორმით. მას არ დაუზუსტებია, ლაპარაკია მხოლოდ ჰიჯაბზე თუ სახის მთლიანად დაფარვაზე. მისი თქმით, სხვადასხვა სქესის სტუდენტები ცალკე ჯგუფებში დაესწრებიან სემინარებს.
შეგახსენებთ, რომ თალიბებმა ქალების სპორტში ჩართულობა აკრძალა. ქალების უფლებების შეზღუდვის გამო, მიუხედავად თავდასხმებისა, ავღანეთში პერიოდულად იმართება აქციები.


