Accentnews.ge
მედია: "თალიბანის" მმართველობის პირობებში, ავღანეთში პირველი მაღალი რანგის ვიზიტი შედგა

მედია: "თალიბანის" მმართველობის პირობებში, ავღანეთში პირველი მაღალი რანგის ვიზიტი შედგა

13/09/2021 07:40:14 მსოფლიო

ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულრაჰმან ალ-ტანი პირველი მაღალი რანგის ვიზიტით ავღანეთში იმყოფებოდა,– იუწყება "ალ ჯაზირა“.

ამავე წყაროს ცნობით, აბდულრაჰმან ალ-ტანი ვიზიტისას „თალიბანის“ ლიდერს, დროებითი მთავრობის ხელმძღვანელს მოჰამედ ჰასან ახუნდის და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრის ავღანეთში ჩასვლა, ქვეყნიდან სამოკავშირეო ძალების გასვლის შემდეგ, პირველი მაღალი რანგის ოფიციალური პირის ვიზიტია.

ალ-ტანიმ შეხვედრები გამართა ავღანეთის ყოფილ პრეზიდენტთან ჰამიდ ყარზაისთან და ეროვნული შერიგების საბჭოს ხელმძღვანელთან აბდულა აბდულასთანაც.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ყატარი ერთ-ერთ ისეთ ქვეყანად ითვლება, რომელსაც „თალიბანზე“ გავლენის მოხდენა შეუძლია. საევაკუაციო პროცესის პერიოდში, ყატარმა სატრანზიტო ქვეყნის როლი შეასრულა ავღანეთიდან სამოკავშირეო ძალებისა და ავღანელი მოქალაქეების გაყვანისას.

„თალიბანის“ ახლად ჩამოყალიბებული მთავრობა ჯერ არც ერთ ქვეყანას ოფიციალურად არ უღიარებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S