13 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში 1 507 986 აცრაა ჩატარებული
13/09/2021 07:10:19 საზოგადოება
13 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 1 507 986 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
მათივე ცნობით, 12 სექტემბერს აიცრა 14 703 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 351 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი.


