თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
13/09/2021 06:56:50 საზოგადოება
გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვეა კვლავ დედაქალაქში გამოვლინდა. კერძოდ:
თბილისში გამოვლენილია 324 შემთხვევა,
- აჭარა – 120,
- იმერეთი – 133,
- ქვემო ქართლი – 38,
- შიდა ქართლი – 36,
- გურია – 33,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99,
- კახეთი – 95,
- მცხეთა-მთიანეთი – 32,
- სამცხე-ჯავახეთი – 20,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 595 საიდანაც:
- 6 186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 583, აჭარაში – 714, იმერეთში – 1 076. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 419 პირი, მათ შორის, თბილისში – 576, აჭარაში – 170, იმერეთში – 351.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში – 209, აჭარაში – 35, იმერეთში – 25.
- 1 611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 – თბილისში, 404 – აჭარაში.
- 19 798 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 85 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 81, ხოლო აჭარაში – 4.
- სულ 6 ოქტომბრიდან – 12 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 146 პირი.
- ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 097 ადამიანი.


