დღეიდან აცრილებისთვის გათამაშება "აიცერი და მოიგე" დაიწყება
13/09/2021 06:06:37 საზოგადოება
დღეიდან აცრილებისათვის ფულადი გათამაშება, "აიცერი და მოიგე" იწყება. გათამაშების შედეგები ვებგვერდ stopcov.lotto.ge-ზე ყოველდღიურად, 12 საათზე განახლდება.
შემთხვევითი შერჩევით ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს აცრილებისთვის. გათამაშებაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია არ არის საჭირო.
გათამაშების შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა 7 სექტემბერს. მისივე თქმით, გათამაშების საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია.
წაიკითხეთ ვრცლად გათამაშების პირობების შესახებ.


