ირკუტსკის ოლქში L-410 თვითმფრინავი ჩამოვარდა
12/09/2021 20:14:32 მსოფლიო
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში უხეში დაშვება განხორციელა სამგზავრო თვითმფრინავმა L-410-მა, რომელშიც ეკიპაჟის ორი წევრი და 14 მგზავრი იმყოფებოდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანია დაღუპული: პილოტი და სამი მგზავრი, დანარჩენების მდგომარეობა მძიმეა.
თვითმფრინავი L-410 ტურბოლეტი ჩეხოსლოვაკიის ქარხანა Let Kunovice-ს მიერ წარმოებული ორმოტორიანი სამგზავრო თვითმფრინავი დღემდე გამოიყენება რუსეთში შიდა საჰაერო მიმოსვლისთვის.


