თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
12/09/2021 12:36:23 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალაგამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 1 838 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 289 პაციენტი.
- თბილისში გამოვლენილია 675 შემთხვევა,
- აჭარაში – 201,
- იმერეთში – 257,
- ქვემო ქართლში – 97,
- შიდა ქართლში – 72,
- გურიაში – 77,
- სამეგრელო-ზემო სვანეთში – 198,
- კახეთში – 206,
- მცხეთა-მთიანეთში – 22,
- სამცხე-ჯავახეთში – 26,
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 048 საიდანაც:
- 6 194 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 570, აჭარაში – 719, იმერეთში – 1 073.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 429 პირი, მათ შორის, თბილისში – 565, აჭარაში – 172, იმერეთში – 351. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 37, იმერეთში – 25. 1 690 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 944 – თბილისში, 434 – აჭარაში.
- 23 164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 82, ხოლო აჭარაში – 7.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სულ 6 ოქტომბრიდან – 11 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 144 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 305 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 754 პირი, აჭარაში – 3 297, იმერეთში – 3 171.


