
"გოცირიძის“ ბაქანი თავიდან ასაშენებელია"
12/09/2021 12:29:09 საზოგადოება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროს სადგურ „გოცირიძის“ ბაქანი თავიდან ასაშენებელია.
კალაძის თქმით, სამხარაულის დასკვნის მიხედვით, მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს.
„ბაქანი მთლიანად თავიდან ასაშენებელია, აქვს პრობლემა, გვაქვს სამხარაულის დასკვნა ამასთან დაკავშირებით, რომ საფრთხეს წარმოადგენს მისი რეაბილიტაცია. შესაბამისად, ბაქანი თავიდან არის ასაშენებელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.