
თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება 12 საათით შეუწყდება
11/09/2021 10:47:14 საზოგადოება
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ თბილისის მოსახლეობას აფრთხილებს. შეზღუდვა შეეხება:
ვაკის რაიონში, სოფ. თხინვალა, შუამინდვრის ქ N6-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 14:15-დან 20:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. თხინვალა, შუამინდვრის ქუჩა.
საბურთალოს რაიონში, კარტოზიას ქუჩის N 8 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14:10-დან 19:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება; კარტოზიას ქუჩას
საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქ. N12 -ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 13:45-დან 17:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება; დავით გამრეკელის ქ. N12-ს
გლდანის რაიონში, სოფ. გლდანი, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, წყალმომარგების აღდგენის დროს მოგვიანებით შეგატყობინებთ. წყალმომარაგება შეუწყდება: გაზების დასახლებას და სოფ.გლდანს
ნაძალადევის რაიონში, ინტერნატის ქ. შეს. N10 -თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 09:45-დან 18:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება; ინტერნატის და სამღერეთის ქუჩას.
ვაკის რაიონში, ონკოლოგიურის რეზერვუარის ტერიტორიაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:30-დან 16:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; კაპანელის, ხომლის, ჭილაიას, დანელიას, უჩა ჯაფარიძის და ლეო კვაჭაძის ქუჩებს, ონკოლოგიურის კლინიკას. ინტენსიფიკაციის მიმდებარე ტერიტორიას.
ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართის N 1ბ თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 08:00-დან 18:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება; მახათას აღმართს.