
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
11/09/2021 10:27:07 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაზე მოდის. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა,
- აჭარა – 177,
- იმერეთი – 422,
- ქვემო ქართლი – 168,
- შიდა ქართლი – 150,
- გურია – 54,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 243,
- კახეთი – 244,
- მცხეთა-მთიანეთი – 77,
- სამცხე-ჯავახეთი – 55,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 538 საიდანაც:
- 6 214 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 583, აჭარაში – 716, იმერეთში – 1 099.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 488 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში – 165, იმერეთში – 359. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 374 პირი, მათგან თბილისში – 224, აჭარაში – 37, იმერეთში – 28.
- 1 780 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 964 – თბილისში, 472 – აჭარაში. 26 544 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 87 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 80, ხოლო აჭარაში – შვიდი.
- სულ 6 ოქტომბრიდან – 10 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 141 პირი.
- ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 303 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 523 პირი, აჭარაში – 3 410, იმერეთში – 3 204.