
გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს
11/09/2021 06:49:29 საზოგადოება
უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს.
„11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნავენ უწყებაში.