Accentnews.ge
რუსულმა "გაზპრომმა" "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის მშენებლობა დასრულებულად გამოაცხადა

რუსულმა "გაზპრომმა" "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის მშენებლობა დასრულებულად გამოაცხადა

10/09/2021 11:18:33 მსოფლიო

რუსულმა სახელმწიფო კორპორაცია "გაზპრომმა" გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის მშენებლობის დასრულების შესახებ განაცხადა. მილსადენით გერმანიისთვის რუსული გაზის მიწოდება 1 ოქტომბერს შეიძლება, დაიწყოს, ხოლო ორივე "ძაფი" სავარაუდოდ, დეკემბრისთვის შევა ექსპლუატაციაში.

წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის მილსადენით აირი ბალტიის ზღვის ფსკერით რუსეთიდან პირდაპირ (უკრაინის გვერდის ავლით) გერმანიას უნდა მიეწოდოს.

ამჟამად ევროპა რუსულ გაზს უკრაინის ტერიტორიის გავლით იღებს. აშშ, ევროკავშირის რიგი ქვეყნები და თავად უკრაინა თვლიან, რომ ახალი მილსადენი რუსულ მიმწოდებელზე ევროპის დამოკიდებულებასა და კიევზე მოსკოვის ზეწოლას გაზრდის. საპასუხოდ "გაზპრომი" აშშ-ს არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში ადანაშაულებს.

მილების ჩაყრა ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული სანქციების გამო პროცესი ბოლო კილომეტრებზე "გაშეშდა". ახალ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციამ კი ჩათვალა, რომ მშენებლობის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა კი უარყოფითად აისახებოდა ვაშინგტონისა და ბერლინის ურთიერთობებზე.

აღსანიშნავია, რომ მშენებლობა ევროპულ ბირჟებზე გაზის რეკორდულად მაღალი ფასების ფონზე დასრულდა. წლის დასაწყისიდან აირის ღირებულება თითქმის 4-ჯერაა გაზარდილი. აგვისტოს ბოლოს ფასმა ისტორიაში პირველად გადააჭარბა 1000 კუბურ მეტრში 600 დოლარს, დღეს კი მან უკვე 700 დოლარს მიაღწია.

ფასების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები ასახელებდნენ "გაზპრომის" არსურვილს, "ნაკადის" ექსპლუატაციაში გაშვების წინ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტისთვის დამატებითი სიმძლავრეები დაეჯავშნა.

ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონდემბლობის თანახმად, "გაზპრომს" შეუძლია, გაზსადენის სიმძლავრის მხოლოდ ნახევარი გამოიყენოს, მეორე ნახევრის გამოყენების შესაძლებლობა კი მან ალტერნატიულ მომწოდებლებს უნდა მისცეს. სიმძლავრის მეორე ნახევარზე რუსეთში სახელმწიფო კორპორაცია "Роснефть" აცხადებს პრეტენზიას, რომელიც ფაქტობრივად, "გაზპრომის" საექსპორტო მონოპოლიის გაუქმებისთვის იღწვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S