Accentnews.ge
„ვფიქრობთ, რომ NATO-ს ვჭირდებით, რომ უკრაინის გარეშე მტკიცე ევროკავშირი არ იქნება"

„ვფიქრობთ, რომ NATO-ს ვჭირდებით, რომ უკრაინის გარეშე მტკიცე ევროკავშირი არ იქნება"

10/09/2021 09:14:40 მსოფლიო

უკრაინა მზად არის, იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ერთ-ერთ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვფიქრობთ, რომ ვჭირდებით ნატო-ს. ჩვენ გვგონია, რომ უკრაინის გარეშე მტკიცე ევროკავშირი არ იქნება. მე ამის შესახებ ღიად ვამბობ. მიმაჩნია, რომ უკრაინის გარეშე ნატო დაკარგავს, მიმაჩნია, რომ უკრაინის გარეშე ევროკავშირი თანდათან შესუსტდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა მზად არის ნატო-ში გასაწევრიანებლად არმიის, სპეციალისტების, მიმდინარე რეფორმების დონის გათვალისწინებით.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ნატო-სა და ევროკავშირს რუსეთის გაძლიერება თუ სურთ, მაშინ მათ არ უნდა მიიღონ უკრაინა. მისივე თქმით, დასავლეთს თუ სურს, რომ ევროკავშირი და ნატო ძლიერები დარჩნენ, ისეთი ქვეყნები, როგორიც უკრაინაა, რომელიც არის ევროპაში ტერიტორიით ყველაზე დიდი, ასევე ძლიერი მოსახლეობით, რომელმაც რამდენიმე ომი გადაიტანა, უნდა იყვნენ ამ კავშირებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S