Accentnews.ge
აზერბაიჯანი და თურქეთი ლაჩინის რაიონში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ

აზერბაიჯანი და თურქეთი ლაჩინის რაიონში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ

10/09/2021 07:49:37 კავკასია

აზერბაიჯანელი და თურქი სამხედროები ერთობლივ ტაქტიკურ წვრთნებს მართავენ ლაჩინის რაიონში, რომელზე კონტროლიც სომხეთმა ყარაბაღის მეორე ომის შედეგად დაკარგა. სამხედრო სწავლებები მოიცავს, მათ შორის, საბრძოლო სროლებს, - იუწყება თურქული სააგენტო "Anadolu".

"წვრთნები აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ტარდება. სამხედროები რთული რელიეფის პირობებში დაზვერვაში, გზებზე ჩასაფრებაში, დივერსიული ჯგუფების გამოვლენა-განადგურებასა და შეიარაღებულ მტერთან შეუმჩნევლად მიახლოებაში ვარჯიშობენ" - ნათქვამია სააგენტოს მიერ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეკემბრის დასაწყისში ოფიციალურმა ბაქომ ლაჩინის რაიონზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ განაცხადა. ეს მესამე და საბოლოო გადაცემა იყო აზერბაიჯანისთვის ე.წ. "ბუფერული ზონის" იმ ტერიტორიებისა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და "ზავის" გამოცხადების მომენტისთვის ერევნის კონტროლქვეშ რჩებოდა. საუბარია აზერბაიჯანულ რაიონებზე, რომლებიც სომხეთსა და ყარაბაღს ყოფს და რომლებზეც სომხეთმა კონტროლი ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში დაამყარა.

ერთადერთი გამონაკლისი - ტერიტორია, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ არ იყო გადასული, ლაჩინის რაიონი გახლდათ - 5-კილომეტრიანი სიგანის ზოლი სომხეთ-ყარაბაღის დამაკავშირებელი გზითურთ.

ვინაიდან ეს დერეფანი ქალაქ ლაჩინსაც მოიცავს, რომელიც ომამდეც უმთავრესად აზერნბაიჯანელებით იყო დასახლებული, სომხებისთვის 3 წლის განმავლობაში ყარაბაღისკენ ახალი სატრანსპორტო არტერია უნდა შეიქმნას, რომლის მშენებლობის შემდეგ აზერბაიჯანელები ლაჩინში დაბრუნებას შეძლებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S