Accentnews.ge
თალიბებმა მთავრობაში ქალთა დანიშნვა დააანონსეს

თალიბებმა მთავრობაში ქალთა დანიშნვა დააანონსეს

10/09/2021 07:36:16 მსოფლიო

თალიბებმა განაცხადეს, რომ მუდმივმოქმედი მთავრობის ფორმირებისას ქალთათვის განკუთვნილ თანამდებობებსაც გაითვალისწინებენ. ამის შესახებ მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰედმა განაცხადა, - იუწყება BFMTV.

"ეს მთავრობა დროებითია. ჩვენ გვექნება თანამდებობები ქალებისთვის, შარიათის კანონების შესაბამისად. ქალები შეძლებენ, მთავრობის ნაწილი გახდნენ. ეს ჩვენი მეორე ნაბიჯი იქნება", — აღნიშნა მან.

ამასთანავე, მოძრაობის წარმომადგენელი საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "თალიბანს" სურს, დაგეგმილი აქციების შესახებ იუსტიციის სამინისტროს სულ მცირე, ერთი დღე-ღამით ადრე ეცნობოს".

ცნობისთვის: თალიბებმა რეზინის მილებითა და ჯოხებით ცემეს ორი ჟურნალისტი იმ აქციის გაშუქების გამო, რომელზეც ავღანელი ქალები ორსული ქალი-პოლიციელის მკვლელობას აპროტესტებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S