
თბილისი და ოთხი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
10/09/2021 07:01:00 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისზე მოდის. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 827 შემთხვევა,
- აჭარა – 211,
- იმერეთი – 335,
- ქვემო ქართლი – 129,
- შიდა ქართლი – 139,
- გურია – 59,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 222,
- კახეთი – 216,
- მცხეთა-მთიანეთი – 61,
- სამცხე-ჯავახეთი – 35,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 32 536 საიდანაც:
- 6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 674, აჭარაში – 699, იმერეთში – 1 106.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 501 პირი, მათ შორის, თბილისში – 634, აჭარაში – 167, იმერეთში – 357. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 33, იმერეთში – 28.
- 1 918 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 004 – თბილისში, 537 – აჭარაში.
- 24 291 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 78, ხოლო აჭარაში – 6.
- სულ 6 ოქტომბრიდან – 9 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 141 პირი.
- ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 997 პირი, აჭარაში – 3 759, იმერეთში – 3 304.