Accentnews.ge
ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან კიდევ ექვსი ქვეყანა ამოიღო

ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან კიდევ ექვსი ქვეყანა ამოიღო

09/09/2021 18:45:37 მსოფლიო

ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან კიდევ ექვსი ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი ამოიღო. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, სიიდან ამოიღეს ალბანეთი, იაპონია, ბრუნეი და სერბეთი. ეს ნიშნავს, რომ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ევროკავშირში ჩასულ მოგზაურებს კოვიდტესტების პასუხის წარდგენა და კარანტინის გავლა მოუწევთ.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში დაამატეს ურუგვაი. ამჟამად ამ სიაში სულ 12 სახელმწიფოა. მათ შორის ავსტრალია, კანადა, საუდის არაბეთი, ჰონგ კონგი, მაკაო.

ევროკავშირში ჩასვლა კვლავ შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, თუმცა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მათაც უწევთ კარანტინის გავლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S