
Edison Research: 58% "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მიმართ დასავლეთის სანქციებს ემხრობა
09/09/2021 17:54:33 საზოგადოება
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 58% "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მიმართ დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესებას ემხრობა.
შესაბამისად, მოსახლეობის 42% მმართველი გუნდის წევრების მიმართ სანქციების დაწესებას არ ემხრობა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.