
ასტრონომებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს
01/08/2019 20:37:50 სხვა, ეს საინტერესოა
ასტრონომებმა ტელესკოპ TESS-ის დახმარებით, აღმოაჩინეს რამდენიმე პლანეტა, რომელთაგანაც ერთი დედამიწისგან 31 სინათლის წლით არის დაშორებული. პლანეტას GJ 357 d დაარქვეს.
CNN-ის ცნობით, შესაძლოა ამ პლანეტაზე ცოცხალმა ორგანიზმებმა არსებობა შეძლონ.
აღსანიშნავია, რომ პლანეტა 22%-ით დიდია და 80%-ით მასიურია დედამიწაზე. იქ წელიწადი 55,7 დღეს მოიცავს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პლანეტაზე არის მჭიდრო ატმოსფერო, რაც ცოცხალი ორგანიზმების არსებობას განაპირობებს. ხოლო პლანეტის ახლო მდებარეობა დედამიწასთან ქმნის შესაძლობლობას, რომ იქ წყალი იყოს.