Accentnews.ge
ჟურნალისტები, რომლებიც ავღანეთში ქალების პროტესტს აშუქებდნენ, პოლიციის განყოფილებაში სცემეს

ჟურნალისტები, რომლებიც ავღანეთში ქალების პროტესტს აშუქებდნენ, პოლიციის განყოფილებაში სცემეს

09/09/2021 15:56:04 მსოფლიო

ქაბულში „თალიბანის“ მიერ დაკავებული ორი ავღანელი ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში სცემეს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ისინი ავღანეთის დედაქალაქში ქალთა საპროტესტო აქციას აშუქებდნენ.

გამოცემა Etilaat Roz-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ზაქი დარიაბიმ ნაცემი რეპორტიორების ფოტოები სოციალურ მედიაში გაავრცელა.

„ხუთი ჩვენი კოლეგა დააკავეს დაკავების ცენტრში ოთხ საათზე მეტი ხნით და ამ ოთხი საათის განმავლობაში ორი ჩვენი კოლეგა სასტიკად სცემეს და აწამეს“, – აცხადებს გაზეთის რედაქტორი.

„თალიბანის“ მთავრობაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი თავდასხმა ჟურნალისტებზე იქნება გამოძიებული.

მიუხედავად აკრძალვისა, ავღანეთში ქალების პროტესტი არ წყდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S