
ჩილეში 7 ბალამდე სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
01/08/2019 20:27:09 სხვა, მსოფლიო
ჩილეს ცენტრალურ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი ვალპარაისოს რეგიონის ქალაქ სან ანტონიოდან 95 კილომეტრში იყო, ხოლო მიწისძვრის კერა – 10 კილომეტრის სიღრმეზე.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს.